
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა გაცილებით დიდი ქვეყნების, მდიდარი ისტორიის მქონე სპეცსამსახურებისგანაც, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახური ყოველთვიურად ათეულობით ახალ კადრს იზიდავს, რითაც წარმატებით გრძელდება სამსახურის განახლება-გადახალისების რეფორმა.
"ბუნებრივია, შევეხები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალიან წარმატებულ საქმიანობასაც. მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში, სხვადასხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებული ქვეყნების სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიეცა 6 პირი - მოგეხსენებათ, რომ უსაფრთხოების სამსახურების მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ასეთ გაბედული გადაწყვეტილებების, ასეთი მოკლე დროის მონაკვეთში მიღება, ბოლო რამდენიმე ათწლეულია მსოფლიოს წამყვან სპეცსამსახურებსაც კი უჭირთ. ამ პერიოდშივე, დაკავებულია სამი პირი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ფაქტზე. წარმატებული მუშაობა გრძელდება სუსის მხრიდან ანტიკორუფციული მიმართულებითაც. საქართველოს ისტორიაში პირველად, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას ექნება სამაგისტრო პროგრამის განხორციელების და უსაფრთხოების მაგისტრის კვალიფიკაციის მინიჭების უფლება.
უსაფრთხოების სამსახური ყოველთვიურად ათეულობით ახალ კადრს იზიდავს, რითაც წარმატებით გრძელდება სამსახურის განახლება-გადახალისების რეფორმა. შეიძლება ითქვას, რომ დინამიურად, ყოველდღიურად იმატებს სამსახურში შემოსული ინფორმაციის რაოდენობა. მნიშვნელოვნად უმჯობესდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სპეცსამსახურისთვის აუცილებლობის მქონე ტექნიკური საშუალებების ხარისხი.
შეიძლება უფრო მეტად ვერ დავკონკრეტდეთ, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა გაცილებით დიდი ქვეყნების, მდიდარი ისტორიის მქონე სპეცსამსახურებისგანაც“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს