
ავტორი
Front News საქართველო
მოქალაქეობის ავტომატური დაკარგვა, როგორც ასეთი, არ არსებობს. ეს შეიძლება ტერმინად გამოიყენო, მაგრამ არც ავტომატური დაკარგვა არსებობს და არც ჩამორთმევა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ავტომატურად დაკარგვა არ ხდება, ამას აქვს თავისი პროცედურები, თუმცა მგონია, რომ ამ განმარტებას იმიტომ ითხოვთ, რომ კიდევ გამყარდეს ნარატივი, თითქოს ჩვენ ვიღაცას ვემუქრებით, რაც ასე არ ყოფილა. თუ გახდება ოფიციალური წყაროს მეშვეობით ცნობილი, რომ ადამიანი ჩაირიცხა სხვა ქვეყნის, არა მხოლოდ უკრაინის სამხედრო ძალების შემადგენლობაში, ამ საფუძვლით პირი კარგავს მოქალაქეობას. ეს არ არის მამუკა მდინარაძის სურვილი ან განმარტება, ეს არის კანონით დათქმა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უამრავ ცივილიზებულ სახელმწიფოს აქვს. გავაუქმოთ ნორმა?!“, – მიმართა მდინარაძემ ჟურნალისტს.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს