მამუკა მდინარაძე – მოვუწოდებ, რომ ნუ შემოვლენ, არცერთი არ შემოვიდეს


ავტორი
Front News საქართველო
არ შევალთო პარლამენტშიო – ნუ შემოვლენ, მათ მოვუწოდებ, რომ ნუ შემოვლენ, არცერთი არ შემოვიდეს. სამუშაო გარემო მაინც იქნება და იმ საბოტაჟისგან ვიქნებით დაცულები, რა საბოტაჟსაც ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში ახორციელებენ, – ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ იმუშავებს სამშობლოსთვის და არ დაუშვებს, რომ აგენტურამ ამ ქვეყნის საბოტაჟი განახორციელოს.
“ვურჩევ, რომ საერთოდ ჩახსნან სიები, რომ მართლა „პუფები“ არ გახდნენ და თავისი სიტყვები უკან არ და ვერ წაიღონ. ჩახსნან სიები, რაც უნდათ ის გააკეთონ, ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენი სამშობლოსთვის და არ დავუშვებთ, რომ აგენტურამ საბოტაჟი განახორციელოს ამ ქვეყნის. ძალიან კარგი იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე – თავმოყვარეობა რომ ჰქონდეთ, პარლამენტში არც ერთი არ უნდა შემოვიდეს

მამუკა მდინარაძე – თქვენი მონათლული რუსული კანონი სინამდვილეში სულ არ არის რუსული, ნუ განიხილავთ პარტიულ კონფერენციებს ისე, რომ „ფეიკ კამპანიას“ ეძღვნება

მამუკა მდინარაძე – “ნაციონალურ მოძრაობას“ პატრონი რომ არ ჰყოლოდა და ყოველკვირეული მითითებები არ მიეღო, ერთი დღე არ იყვნენ ქვეყნის მმართველები