
ავტორი
Front News საქართველო
“ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში ძალიან კარგად იციან, რა თქმა უნდა არიან სხვადასხვა ძალები, რომლებიც ჩრდილოეთისკენ იხედებიან, მაგრამ არაფერი რეალური და სერიოზული მოცემულობა არ მოასწავებს იმაზე, რომ ამ ქვეყანამ კურსის გადახედვა მოახდინოს“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.
მისივე თქმით, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების დაზიანების რისკები თითქმის არ არსებობს.
“მე ვფიქრობ, რომ ასეთი რისკები თითქმის არ არსებობს იმიტომ, რომ სიმართლემ შეუძლებელია ეჭვის და რისკის ქვეშ დააყენოს ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობა. ერთი იმიტომ, რომ მართლა ამდენი წელია ეს ადამიანები, ეს ქვეყანა გვერდით გვიდგას, მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, ზრუნავს ჩვენს უსაფრთხოებაზე და გაძლიერებაზე ყველა მიმართულებით და ამაზე მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს