
ავტორი
Front News საქართველო
“გულწრფელად მჯერა, „ნაცებმა’’ ზუსტად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან, მაგრამ ქვეცნობიერში მისი არსებობა იმდენად აწუხებთ, იმდენად მძიმე პოლიტიკური ტრავმა აქვთ მიღებული თავის დროზე, რომ მისი ამ ქვეყანაში ყოფნაც, მისი არსებობაც კი, პრობლემად მიაჩნიათ,’’ – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრებს ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური არსებობაც კი აშინებთ ამ ქვეყანაში.
“წარმოიდგინეთ, ისიც კი აშინებთ, ფიზიკურად ეს ადამიანი, რომ არსებობს და ქვეყანაშია. ეს იმდენად აშინებთ და იმდენად ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებთ, რომ თავისი დავალების მიმცემები და ლობისტები საუბრობენ – პატრიოტი თუა წავიდეს ქვეყნიდანო ანუ, პატრიოტიზმი დააკავშირეს ქვეყნიდან წასვლასთან. წარმოიდგინეთ რა აბსურდში ვართ გადავარდნილები,’’ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს