მამუკა მდინარაძე – “ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია ერთი საერთო პროექტის ორი სხვადასხვა მიმართულებაა


ავტორი
Front News საქართველო
ეს წარმოუდგენელი ამბავია. გახარიას პარტიას უხარია, რადგან მათთვის 9% ძალიან მაღალია და ეს გაყალბებული მონაცემების შედეგია, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მდინარაძემ ისაუბრა, რატომ აქვს გახარიას პარტიას კვლევებით 9%.
“წინა წლებთან შედარებით კვლევის შედეგებში განსხვავება არის ის, რომ პროცენტებს გვაკლებდნენ ჩვენ და პირდაპირ „ნაცმოძრაობას“ ამატებდნენ. ამ შემთხვევაში დაგვაკლეს ჩვენ, ცოტა დაამატეს „ნაცმოძრაობას“ და გახარიას პარტიას მოუმატეს მეტი. ეს ადასტურებს და ამტკიცებს იმას, რომ “ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ არის ერთი საერთო პროექტის ორი სხვადასხვა მიმართულება“, – განაცხადა მდინარაძემ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა