
ავტორი
Front News საქართველო
ნაცმოძრაობის ტელევიზიის – „მთავარი არხის“ ერთერთი სახე, თენგო გოგოტიშვილი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ომია ახლა ერთადერთი გამოსავალი და ევროინტეგრაციისკენ გზა და შანსი არის ომში – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
მისი თქმით, „მთავარი არხიდან“ ასე თავისუფლად ჟურნალისტები თავის პირად აზრს ვერ საუბრობენ, ისევე, როგორც თავის დროზე, მათი მმართველობის დროს ვერ საუბრობდნენ თავის პირად აზრებს. ეს იყო გატესტვა, პირდაპირი მოწოდება ომისკენ.
“ნაცმოძრაობის და ენჯეოების რევოლუციას რომ გვიწყობდნენ, რომ ჩაუფლავდათ და ახლა სხვა რელსებზე გადავიდნენ, გამიჯვნის ერთი პოზიცია არ გვინახავს. პირიქით, ცდილობენ სანქციები დაგვეწესებინა, მოხალისეები გაგვეშვა, ანუ ომი დაწყებულიყო პირდაპირ. ირიბად ტესტავდნენ ომის ნარატივს. მათ შორის დაემატა ჭიაბერაშვილი, მარგველაშვილი, უსუფაშვილი, ზოგიერთი ჟურნალისტიც – ახლა გამოსავალი მხოლოდ ომია და უკრაინის გამარჯვებაო. უკრაინის გამარჯვება კი ბატონო, ძალიან სასურველი ამბავია, მაგრამ, რა ომი, უკრაინის მეათედ ქვეყანაში, მოსახლეობით, ჯარით, ტერიტორიით და ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის ამხელა ტერიტორიები. ჩვენ მოვიგონეთ ეს ამბავი?ნაცმოძრაობის ტელევიზიის – „მთავარი არხის“ ერთერთი სახე, თენგო გოგოტიშვილი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ომია ახლა ერთადერთი გამოსავალი და ევროინტეგრაციისკენ გზა და შანსი არის ომში. „მთავარი არხი“ რომ ამბობს, ნაცმოძრაობა ამბობს? პირდაპირი მოწოდება არის? მთავარი არხიდან ასე თავისუფლად ჟურნალისტები თავის პირად აზრს ვერ საუბრობენ, ისევე, როგორც თავის დროზე, მათი მმართველობის დროს ვერ საუბრობდნენ თავის პირად აზრებს. ეს იყო გატესტვა, პირდაპირი მოწოდება ომისკენ და გატესტვა. გატესტვა იყო ასევე სამწუხაროდ სახალხო დამცველის მიერ, სანქციებზე იყო საუბარი, რომელიც ასევე ომისკენ ერთერთი მიმავალი გზა იყო. თურმე ამ სირცხვილს ურჩევნია ბომბები ცვიოდეს თავზე. შესაძლებლობების ფანჯარაა, როცა რუსებმა გაიყვანესო ჯარები აფხაზეთიდან, ცხინვალიდან და ეს ფანჯარა უნდა გამოვიყენოთო, ლომჯარია ამბობდა თუ არა?“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს