მამუკა მდინარაძე – ნუ წვალობთ, არც ბოდიშების შემოთვლაა საჭირო, თავისუფლად დაპოსტეთ, რომ საქართველო ევროპაა, ქრისტიანული და ღირსეული ევროპა!


ავტორი
Front News საქართველო
ეს პოსტი იმ ადამიანებს ეხება, ვინც ფსევდოლიბერალურ ფაშიზმს და შესაბამის ბულინგს ვერ უძლებს: ნუ წვალობთ, არც ბოდიშების შემოთვლაა საჭირო (მართლა ჩელიაბინსკში ნუ გგონიათ თავი), თავისუფლად დაპოსტეთ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია! თუ გნებავთ, ამ პოსტს მოვაყოლებ რამდენიმესიტყვიან ახალ პოსტს და კომპლექსებიც მოიხსნება ავტომატურად! ჩვენ მანდ ვართ, მაგ პოზიციაზე და ვინც გაბულინგებთ, ისინი სად არიან რეალურად, ეგ მოიკითხეთ კარგად, – წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
მანვე მოუწოდა საზოგადოებას საკუთარ თავს კითხონ რა ხდება სინამდვილეში, ვინ და რა სისუსტით მოახერხა მათი დაბულინგება.
„ეს პოსტი იმ ადამიანებს ეხება, ვინც ფსევდოლიბერალურ ფაშიზმს და შესაბამის ბულინგს ვერ უძლებს:
ნუ წვალობთ, არც ბოდიშების შემოთვლაა საჭირო (მართლა ჩელიაბინსკში ნუ გგონიათ თავი ), თავისუფლად დაპოსტეთ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია! თუ გნებავთ, ამ პოსტს მოვაყოლებ რამდენიმესიტყვიან ახალ პოსტს და კომპლექსებიც მოიხსნება ავტომატურად! ჩვენ მანდ ვართ, მაგ პოზიციაზე და ვინც გაბულინგებთ, ისინი სად არიან რეალურად, ეგ მოიკითხეთ კარგად გუშინდელი განცხადებაც კარგად წაიკითხეთ და თუ სადმე მოლაპარაკებაზე უარს ნახავთ, მერე თუ გინდათ აქციასაც შეუერთდით, ოღონდ თუ ვერ ნახავთ, საკუთარ თავს კითხეთ, რა ხდება სინამდვილეში, ვინ და თქვენი რა სისუსტით მოახერხა თქვენი დაბულინგება?!“, – წერს მამუკა მდინარაძე.
მდინარაძემ რამდენი წუთში მეორე პოსტიც დაწერა, რომ „საქართველო ევროპაა, ქრისტიანული და ღირსეული ევროპა! და ვერავინ გადაუხვევს ამ გზიდან!..“.
თაგები:
მამუკა მდინარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა