Logo

მამუკა მდინარაძე – ომის პარტია სინამდვილეში ყოველთვის იყო და არის “ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობა”

პოლიტიკა
1213
Frontnews image description

ომის პარტია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სინამდვილეში ყოველთვის იყო და არის „ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის“ ყველა გზა ომში მიდის, ოღონდ საკუთარი სამშობლოს გაწირვის ხარჯზე.

 

“ამ დრომდე არ წყდება ჰიბრიდული ომი და შანტაჟის მცდელობები „ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობის“ და მათი ლობისტების მხრიდან ერთადერთი მიზნით: საქართველო ჩაერთოს ომში. მათი ყველა გზა ომში მიდის, ოღონდ საკუთარი სამშობლოს გაწირვის ხარჯზე! ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ყველა გზა კი მშვიდობის, მშვიდობიანი დეოკუპაციის და განვითარების გზაა“, – წერს მამუკა მდინარაძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები