
ავტორი
Front News საქართველო
“ყველა, ვინც სახელმწიფოს ჩამოშლით არის საქართველოში დაინტერესებული. ერთადერთი, ვინც გარანტირებულად არ არის ამით დაინტერესებული, ეს არის ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული და მისი ნების აღმსრულებელი საქართველოს ხელისუფლება“, – ასე პასუხობს “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ ვინ არის დაინტერესებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლით.
როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, საქართველოში არეულობით დაინტერესებულია „ძალიან ბევრი, მათ შორის, ეს შეიძლება იყოს ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახური, „გლობალური ომის პარტიის“ რომელიმე აგენტი და ა.შ.“
“თეორიული დაშვებები შეიძლება გავაკეთოთ, მაგრამ გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი ოპოზიცია, რომელთა დიდი უმრავლესობა წარმოადგენს „გლობალური ომის პარტიის“ აგენტურას, ასევე დაინტერესებულია ამ საკითხებით, რომ ჩამოიშალოს ეს ქვეყანა და ჩაერთოს ომში. არჩევნებიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში გაიხსნას მეორე ფრონტი, ამით არის დაინტერესებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს