მამუკა მდინარაძე - პარლამენტის ტრიბუნიდან პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსის და ლიდერის ხედვა მოვისმინეთ


ავტორი
Front News საქართველო
"ქვეყნის ლიდერი დღეს ჩვენ საქმეზე გველაპარაკებოდა და საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან მოვისმინოთ პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსის და ლიდერის ხედვა. ჩვენ დღეს საქმეზე ორიენტირებული მოხსენება მოვისმინეთ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრის მოხსენების შემდეგ გამოსვლისას.
მისივე თქმით, იმ იდეების მხარდაჭერისთვის, რომელიც დღეს საზოგადოებამ საპარლამენტო ტრიბუნიდან მოისმინა, პირველ რიგში, საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ საკუთარ თავს კითხვა უნდა დაუსვას თუ როგორი საქართველოს აშენება უნდა.
"რამდენიმე წლის წინ რომელიმე ჩვენგანს რომ ეთქვა, რომ საქართველო შეიძლება გახდეს ევროპული ღირებულებების დისტრიბუტორი ევროპაში, ალბათ, საშინლად დაგვცინებდნენ, მაგრამ დღეს აბსოლუტურად რეალური გახდა საბედნიეროდ და სამწუხაროდ! საბედნიეროდ იმიტომ, რომ ჩვენ ამის თქმის საფუძველი გვაქვს და ჩვენ ეს შეგვიძლია, რადგან ჩვენთვის ევროპა და ევროპულობა არის ქრისტიანული ღირებულებების, ოჯახისა და მშობლების, სარწმუნოების პატივისცემა, სამშობლოს განცდა, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის პატივისცემა. სამწუხაროდ - იმიტომ, რომ საჭირო გახდა ამის დისტრიბუცია ევროპაში, რადგან ევროპელმა ლიდერებმა დღეს სამწუხაროდ, მთლიანად გამოფიტეს ევროპა ევროპულობისგან. ამიტომ, ჩვენ გვიწევს ისეთი სიტყვების, ფრაზების, წინადადებების თქმა და ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომ ევროპელებს, ევროპას ვუთხრათ - დღევანდელი ბიუროკრატიის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი არ ემსახურება ევროპულ ღირებულებებს. ზოგადად, არ ემსახურება ადამიანურ ღირებულებებს. ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა, რომელიც განახორციელებს ამ ღირებულებებზე სწორ ორიენტაციას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, წლების განმავლობაში მილიონობით დოლარით და ევროთი ფინანსდებოდა მშობლების და ოჯახის პატივისცემის საწინააღმდეგო კამპანია.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ წარსულის, მშობლების, ოჯახის პატივისცემაზე, წლების განმავლობაში ათეულობით მილიონი დოლარით თუ ევროთი ფინანსდებოდა ამის საწინააღმდეგო არაერთი კამპანია, ამიტომაც ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ წარსულის პატივისცემაზე დაფუძნებული ზრუნვა მომავალზე არის იმის გარანტია, რომ მომავალმა თაობებმაც პატივი სცენ საკუთარ წარსულს და ღირსეული მომავალი უზრუნველყონ“, - განაცხადა მდინარაძემ და დასძინა, რომ „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ინტერესებზე წინ არავის დააყენებს.
"ჩვენ წარმოვადგენთ ქართველ ხალხს, მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს და არცერთი ჩვენგანი არავის სხვას! და თუკი რაიმე იქნება გასათვალისწინებელი, ქართველი ხალხისა და ერთმანეთის წინაშე პირობას ვდებთ, რომ არცერთ შემთხვევაში უპირატესად არ გავითვალისწინებთ არავის, გარდა ქართველი ხალხისა. და ვინ არის ეს გუნდი და ვინ ვართ ჩვენ? ვინ არის „ქართული ოცნება“? „ქართული ოცნება“ არის აი ეს გუნდი, 41 ათასზე მეტი წევრი, ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, რომელმაც 2011 წლიდან მოყოლებული დღემდე უღალატოდ მოაღწია და ასე თამამად შეუძლია საუბარი“, - განაცხადა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს