
ავტორი
Front News საქართველო
თუ NGO სექტორის გამჭვირვალობას ეხება, კანონპროექტი რუსულია და თუ მოხელეების გამჭვირვალობასა და მათ ფინანსურ საქმიანობას, ეს სადაურია? ფრანგული, ამერიკული, გერმანული, თუ სადაურია? რამდენად ფარისევლები არიან! რამდენად ყალბია მათი ნარატივები! დავალება რამდენად თვალსაჩინოა, რომ ყველაფერს რუსული ეძახონ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინიციატივაზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, პირადად იგი ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.
“მე პირადად ვაძლევ გარანტიას, რომ მე დავუჭერ მხარს და მოვუწოდებ ჩვენი გუნდის წევრებს ამ კანონის მხარდაჭერისკენ. თუ ისინი დეტალურად გამოაქვეყნებენ, საკუთარი საქმიანობის ფინანსურ ანგარიშებს – რომელ პროექტში რამდენს ხარჯავენ და საიდან აქვთ ეს შემოსავალი, მაგრამ ამას ვერ გააკეთებენ. გამორიცხულია! ათასგვარ რამეს მოიგონებენ, ოღონდ ეს არ გააკეთონ“, – განაცხადა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს