მამუკა მდინარაძე – პრეზიდენტი მოიქცა სწორად, უნდა მოეწერა ხელი და მოაწერა

ავტორი
Front News საქართველო
ძალიან სამწუხაროა, რომს აქართველოს მთავრობას მოუწია კონსტიტუციური სარჩელის შეტანა საკონსტიტუციო სასამართლოში, კომპეტენციის განმარტებისა და განსაზღვრისათვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
“ეს სარჩელი თავის მოთხოვნაში არ ითვალისწინებს რაიმე ე.წ. სანქციის დაწესებას ან რაიმე იძულებითი ღონისძიების გატარებას. სარჩელი ითვალისწინებს კომპეტენციის კიდევ უფრო მკაფიოდ განსაზღვრას, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ თქვას ის, რაც ისედაც საკონსტიტუციო პრინციპია. თქვას ის, რაც ისედაც პრეზიდენტის კომპეტენციის ფარგლებად ისედაც განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით.
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მოიქცა სწორად. უნდა მოეწერა ხელი და მოაწერა. სწორი და კანონიერი მოქმედება დღეს მონათლული იქნა ოპონენტების მხრიდან, როგორც რაღაც იძულება და ა.შ.“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 30 აგვისტოს ხელი მოაწერა დავით ბაქრაძის გაერო-ში მუდმივ წარმომადგენლად დანიშნავს, რომლის შესახებაც რამდენიმე ხნის წინ ამბობდა, რომ მას ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის არაფერი გაუკეთებია და ელჩად არ უნდა დანიშნულიყო. დღესვე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის შეფასება არ შეცვლილა და მისი დანიშვნა გაერო-ში მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
თაგები:
მამუკა მდინარაძე




