Logo

მამუკა მდინარაძე – პრეზიდენტს საზოგადოებრივი აზრის ეშინია

პოლიტიკა
1285
Frontnews image description

პრეზიდენტს საზოგადოებრივი აზრის ეშინია. იცის, საზოგადოების უდიდესი ნაწილი რაღაცის წინააღმდეგია. შეიძლება მას უნდოდეს რაღაც ნაბიჯის გადადგმა და სწორედ ამის გამო ვერ აკეთებდეს. მის განცხადებაში ორმხრივი კრიტიკა ამის მანიშნებელი და დამადასტურებელია, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის  განაცხადებას.

 

მამუკა მდინარაძის თქმით, აუცილებელი არ არის უმრავლესობის გაკრიტიკება, როდესაც ის მართალია.

 

“რაც შეეხება ორივე მხარის მიმართულებით განცხადებას, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის გაკრიტიკებას, მგონია, ეს გარკვეული კომპლექსიდან გამომდინარეა. თუ უმრავლესობა რაღაცაში მართალია, არ არის აუცილებელი, უმრავლესობაც გააკრიტიკო და ტალახი უმრავლესობას და ოპოზიციას ესროლო. თუ მიაჩნია, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ვიღაც რაღაცას ძალიან ცუდად აკეთებს, თავისუფლად შეუძლია თქვას, რომ ეს არის ცუდი. ამავდროულად, ვინმემ რამე არ დამაბრალოს და ტალახს ვესვრი უმრავლესობასაცო, არ მგონია, ეს სწორი მიდგომა იყოს. ყველა ბოლო განცხადებაში ეს იკითხება. თან ხვდება, ხალხის აზრს რომ ძალიან ასცდეს, დიდ კრიტიკას მიიღებს. ამბობს, არ შევიწყალებ, თან პრეზიდენტი ტალახს ისვრის უმრავლესობის მიმართულებით მხოლოდ იმიტომ, თითქოს სხვისი აზრიც გათვალისწინებული აქვს. პრეზიდენტს საზოგადოებრივი აზრის ეშინია. არ არის აუცილებელი მეორე მხარესაც კრიტიკის ქარცეცხლი შემოატაროს მხოლოდ იმისთვის, თითქოს ბალანსი დაცული იყოს მის განცხადებაში. სათქმელი უნდა ითქვას მკაფიოდ და კიდევ უფრო მართალი იქნება საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით, მდინარაძის თქმით, კრიტიკის განსაკუთრებული ფორმა იყო შერჩეული.

 

“როდესაც პრეზიდენტი ამ ფორმით აკეთებს ამას, შეიძლება იყო ძალიან არაეთიკური და ასეც გამოჩნდა. ასეთი ხუმრობის ავტორმა დასკვნები იმის მიხედვით უნდა გამოიტანოს ხოლმე, ამაზე ვის, რა რეაქცია აქვს. მარტო “ნაცების“ პატარა ბაბლი რომ იცინის, ე.ი. რაღაც პრობლემა გაქვს ამ ხუმრობაშიც კი. ამიტომ სხვა დროს არ ვურჩევდი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები