Logo

მამუკა მდინარაძე - პრიმიტიულ დონემდე დასული საკითხია, ქმედება და შესაბამისი იურიდიული კვალიფიკაცია, ამიტომ, აქ სადავოც არაფერია

პოლიტიკა
343
Frontnews image description

დანაშაული არის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა. მოვიდნენ კომისიის სხდომაზე და ვინმე ეუბნება არ მოსულხართო?! პრიმიტიულ დონემდე დასული საკითხია - ქმედება და შესაბამისი  იურიდიული კვალიფიკაცია, ამიტომ, აქ სადავოც არაფერი არ არის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როგორი უნდა იყოს ელჩების პოზიცია ნიკა მელიასთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძემ უპასუხა: "დანაშაული არის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა. პრიმიტიულ დონემდე დასული საკითხია, ქმედება და შესაბამისი იურიდიული კვალიფიკაცია. ამიტომ, აქ სადავოც არაფერი არ არის. რა უნდა თქვან მე არ მივუთითებ, დაველოდები მათ პოზიციას".

"ასეთ საკითხებზე მარტივია პოზიციის გახმოვანება. დანაშაული არის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა. მოვიდნენ კომისიის სხდომაზე და ვინმე ეუბნება არ მოსულხართო?! - პრიმიტიულ დონემდე დასული საკითხია, ქმედება და შესაბამისის იურიდიული კვალიფიკაცია. ამიტომ, აქ სადავოც არაფერი არ არის. რა უნდა თქვან მე არ მივუთითებ, დაველოდები მათ პოზიციას. იმიტომ რომ, თავის დროზე ხან შავი დღე გაგვითენდა, ხან რაღა უბედურება ხდებოდა, სინამდვილეში არაფერი ხდებოდა. იქიდან სააკაშვილი, აქედან მელია, გარეთ, შიგნით, ორი დავალების მიმღები ცდილობდა ამ ქვეყნის არევას. არ ავარევინებთ!“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები