მამუკა მდინარაძე - პროები თვითონ არიან, ჩვენ ქართველები ვართ და საქართველო აღარავის დაემონება


ავტორი
Front News საქართველო
პროები თვითონ არიან, ჩვენ ქართველები ვართ და საქართველო აღარავის დაემონება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე წერს.
მამუკა მდინარაძე აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის, ტულსი გაბარდი განცხადებას ეხმაურება, რომელიც ბარაკ ობამასა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს. გაბარდი მათ შეთქმულებაში ადანაშაულებს, რომელიც, მისი თქმით, მიზნად ისახავდა ეჩვენებინა, რომ დონალდ ტრამპის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება რუსეთის ჩარევის შედეგი იყო.
"არა რუსულ …“ – სამი წერტილის ნაცვლად რას და ვისაც გინდა ჩასვამ და სულ ეს არის მდაბიო პიარი პრორუსულობის შესახებ, რომლითაც უნდათ მთელი მსოფლიო დაიმონონ, მათ შორის ქართველი ხალხი.
პროები თვითონ არიან, ჩვენ ქართველები ვართ და საქართველო აღარავის დაემონება!“,- წერს მამუკა მდინარაძე.
თაგები:
მამუკა მდინარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს