Logo

მამუკა მდინარაძე – ქალბატონ ელჩს თავის დროზე რომ ეთქვა, შევხვდი ბიძინა ივანიშვილსო, ხომ აღარ დაისმებოდა მერე 100-ჯერ ეს შეკითხვა?

პოლიტიკა
547
Frontnews image description

ქალბატონ ელჩს თავის დროზე რომ ეთქვა, შევხვდი ბიძინა ივანიშვილსო, ხომ აღარ დაისმებოდა მერე 100-ჯერ ეს შეკითხვა? იქნებოდა მკაფიო პასუხი, რომ შეხვდა. დღევანდელი განცხადებების ნაწილი აღარ არის ორაზროვანი, მაგრამ მათი დამაჯერებლობა რომ უფრო მყარი ყოფილიყო, ხომ უფრო კარგი იქნებოდა?!, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, უსასრულოდ არ გაგრძელდება ეს კითხვები, თუ იქნება მკაფიო პასუხები.

 

“მკაფიო პასუხი, გამორიცხავს შემდეგ გაგრძელებას, ინტერპრეტაციებს. როგორც კი მკაფიო პასუხები იქნება, არავის მიეცემა საშუალება, რომ თემაზე კიდევ დამატებითი შეკითხვები დაისვას. სადაც არის ორაზროვანი პასუხები, მერე იქ ჩნდება დამატებითი კითხვები. ქალბატონ ელჩს რომ ეთქვა თავის დროზე – კი ბატონო, შევხვდი ბიძინა ივანიშვილს, ხომ აღარ დაისმებოდა მერე 100-ჯერ შეკითხვა, შეხვდი თუ არა? იქნებოდა მკაფიო პასუხი, რომ შეხვდა. დღევანდელი განცხადებების ნაწილი აღარ არის ორაზროვანი, მაგრამ მათი დამაჯერებლობა რომ უფრო მყარი ყოფილიყო, ხომ უფრო კარგი იქნებოდა?!

 

ჩემმა წარმომადგენელმა თქვენს ქვეყანაში, მეასედი რომ გაბედოს, რა შედეგები მოჰყვება დაახლოებით ხომ ვიცით ყველამ. ამიტომ გთხოვთ, რომ მკაფიო იყოს პასუხები, მაგალითად მოსამართლეზე, დასანქცირდა თუ არა, ძალიან კარგია, რომ დღეს იყო მკაფიო პასუხი, მაგრამ იმის შიგნით ხომ რაღაც მოხდა? დღეს დადასტურდა მისი მხრიდან რომ დასანქცირებული არ არის, მოსამართლე ამით კმაყოფილია. რა მოხდა შიგნით? ვიღაც სტაფერმა რა ჩაიდინა? თუ მკაფიო პასუხები იქნება და არ დატოვებ ინტერპრეტაციის საშუალებას, დასრულდება ეს ამბავი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები