
ავტორი
Front News საქართველო
უღრმესი მადლობა ჩვენს ასიათასობით მხარდამჭერს, რომლებმაც გუშინდელ, თბილისის შემაჯამებელ აქციაზე გამარჯვების უდიდესი მუხტი დადეს! – წერს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ქართველი ხალხი მორიგი ღირსეული გამარჯვებისთვის ემზადება, აგონიაში მყოფი აგენტურული ოპოზიცია კი პანიკაშია და წინასწარ ჩავარდნილი აქციებისთვის ემზადებიან.
“უღრმესი მადლობა ჩვენს ასიათასობით მხარდამჭერს, რომლებმაც გუშინდელ, თბილისის შემაჯამებელ აქციაზე გამარჯვების უდიდესი მუხტი დადეს!
26 ოქტომბერს, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს მშვიდობის, ღირსების და კეთილდღეობის, ჩვენი სამშობლოს ჭეშმარიტი ევროპული, ტრადიციული, ქრისტიანული მომავლის დასაცავად!
რაც შეეხება მეორე, უსამშობლო აგენტების მხარეს – ისეთი პანიკა აქვთ, აგონიაში მყოფები დავალებას იძლევიან, საპროტესტო მუხტი გვჭირდება და იქნებ რაიმე სახის აქციების ჩატარება მოვახერხოთო.
ქართველი ხალხი მორიგი, ღირსეული გამარჯვებისთვის ემზადება და ისინი – წინასწარ ჩავარდნილი აქციებისთვის.
რა დროს აქციებია, გემს მიხედონ, ჩამოეშალათ აგენტურა”, – წერს მამუკა მდინარაძე.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს