
ავტორი
Front News საქართველო
ალბათ, წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო ამ მასშტაბის წინააღმდეგობის მიუხედავად შეძლებდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას! – წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საბოლოოდ მიღებასთან დაკავშირებით.
“ალბათ, წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო ამ მასშტაბის წინააღმდეგობის მიუხედავად შეძლებდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას!
მადლობა ამისთვის ჩემს თითოეულ კოლეგას და რაც მთავარია ქართველ ხალხს. რომ არა მათი უპრეცედენტო ერთობა და გონიერება, ეს ვერ მოხდებოდა!
ყველა მეგობარმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ქვეყანაა მზადაა მხოლოდ ღირსეული და ჭეშმარიტი მეგობრობისთვის. ასევე უნდა გაითავისოს ყველამ, რამდენად ამაყ ქვეყანასთან და ხალხთან აქვს საქმე, რომლის მოტყუება ან აგენტურით მართვა არავინ აღარასდროს უნდა სცადოს!
#კისაქართველოსდამოუკიდებლობას
#კიგამჭვირვალობას
#ღირსებითევროპისკენ” – წერს მამუკა მდინარაძე.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს