
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მკაფიო და პრინციპული გზავნილია ყველას და პირველ რიგში ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების მიმართ, რომ ქვეყნის გაერთიანების ერთადერთი გზა მშვიდობაზე, შერიგებასა და განვითარებაზე გადის, – წერს სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.
“ეს თავის მხრივ ეწინააღმდეგება გლობალური თუ რეგიონული ომის პარტიის პრაქტიკულად გაცხადებულ მიზანს საქართველოს ომში ჩართვის შესახებ.
სწორედ ამიტომ ტესტავენ ისინი აზრს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე საქართველოს პერსპექტივების შესახებ. თანაც, ბოლო დროის ყველაზე სპეკულაციური მესიჯით, – რომ თითქოს ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობით დაბრუნების მიზანი “რუსული ნარატივია”.
ეს არის ქართული მიზანი და ეროვნული საქმე!
ქვეყნის ნებისმიერი სამომავლო პერსპექტივა მხოლოდ ამ დათქმით განიხილება – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა!
გილოცავთ აფხაზეთობას!”,- წერს მდინარაძე.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს