მამუკა მდინარაძე – რამდენად უნდა ვენდოთ კვლევას, რომელიც ყველა წინა შემთხვევაში 20-25, ხანდახან კი 30%-ითაც ცდებოდა


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეუძლებელია ენდო იმ სოციოლოგიურ კვლევას, რომელიც ყველა წინა შემთხვევაში 20-25, ხანდახან კი 30%-ითაც კი ცდებოდა რეალურ შედეგს. ასე გამოეხმაურა ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს.
“რამდენად უნდა ვენდოთ იმ კვლევას, რომელიც ყველა წინა შემთხვევაში 20-25, ხანდახან კი 30%-ითაც კი ცდება ხოლმე? რაც შეეხება მტკიცებულებებს – ვინც კი ოდნავ მაინც გარკვეულია მათ კონტაქტებში, იცის, რომ არსებობს „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ორი კომპანია. IPM ეკუთვნის გოჩა ცქიტიშვილს და ამ ადამიანის შესახებ ყველამ იცით, მეორე კი არის CRRC-ი, რომელიც დაკავშირებულია ლევან თარხნიშვილთან. მათ კვლევებს შორის ერთადერთი განსხვავება იყო ხოლმე – თუ წინა წლებში, როცა „ევროპული საქართველო“ ჯერ კიდევ არსებობდა, IPM-ის კვლევებში ამ პარტიას ჰქონდა გაყალბებულზე ცოტა უფრო დიდი რეიტინგი, ხოლო CRRC-ის კვლევებში „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა გაყალბებულზე კიდევ უფრო მეტი. როდესაც IPM-ის კვლევაში დავით ბაქრაძე იჭრებოდა წინ, CRRC-ის კვლევაში კი მიხეილ სააკაშვილი, ეს ყველაფერზე მეტყველებდა. 2012 წელს ამ ხალხის უშუალო შესრულებით უდიდესი გაყალბება მოხდა“, – აცხადებს მდინარაძე.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა