
ავტორი
Front News საქართველო
რატომ სჭირდებათ ვახტანგ გომელაურის იმიჯის შერყევა, თუ გნებავთ ამის დასტური, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებები და მათი საშემოდგომო გეგმები ნახეთ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სოსო გოგაშვილის მხრიდან შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ეს მიმართულია კონკრეტული ადამიანის ვახტანგ გომელაურის დისკრედიტაციისა და ქართული პოლიციის იმიჯის შერყევისთვის.
“რეალურად, ეს არის მიმართული კონკრეტული ადამიანის, ვახო გომელაურის დისკრედიტაციისთვის. ადამიანი, რომელიც არის ძალიან გულწრფელი და პატრიოტი ადამიანი, მისი და ქართული პოლიციის იმიჯის შერყევისთვის და თუ გნებავთ ამის დასტური, რატომ სჭირდებათ იმიჯის შერყევა, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებები და მათი საშემოდგომო გეგმები ნახეთ“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს