მამუკა მდინარაძე – რაც უფრო მეტად დივერსიფიცირებული იქნება ასეთი ინვესტიციები, მით უფრო მეტ უსაფრთხოების გარანტიას იღებს ქვეყანა


ავტორი
Front News საქართველო
გარდა იმისა, რომ ეკონომიკის არათუ სტიმულირების, სერიოზულად გაძლიერების ერთ-ერთი საფუძველი და წყაროა ასეთი მსხვილი ინვესტიცია, უსაფრთხოების გარანტიები ასეთი ინვესტიციებიდან ერთი ორად მატულობს, იზრდება და რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა მიმართულებიდან, ეს იქნება ვთქვათ ის მიმართულება, საიდანაც წამოვიდა უკვე ეს ინვესტიცია და მოდის, აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, დასავლეთის ქვეყნებიდან, რაც უფრო მეტი იქნება, რაც უფრო მეტად დივერსიფიცირებული იქნება ასეთი ინვესტიციები, მით უფრო მეტ გარანტიას იღებს ქვეყანა უსაფრთხოების, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“, დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ის მიერ საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელების თაობაზე.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, იქ სადაც მიდის მოლაპარაკებები, სადაც მიდის მედიაცია, სადაც იდება უცხოური ინვესტიციები, ყველა ამ ინვესტიციის ავტორს და მოლაპარაკებების მხარეებს აქვთ იმისი ინტერესი, რომ ის ადგილი, სადაც ეს ხდება, სადაც ეს ხორციელდება, იყოს უსაფრთხო.
“გარდა იმისა, რომ ეკონომიკა გაძლიერდება და ჩვენ წარმოიდგინეთ, რომ აი ამ პირობებში მოვახერხეთ, რომ არა ეს მავნებლობები, 10 %-იან ეკონომიკურ ზრდამდე მივედით. აი ამ პირობებში, თან ვიბრძოდით გადარჩენისთვის და თან 10%-იანი ეკონომიკური ზრდა მოვახერხეთ. რა გააკეთეთო რომ გვეუბნებიან – მშვიდობასთან ერთად აი ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ, ცეცხლის ალში და შუაში, აქეთ აღმოსავლეთში რა ხდება, აქეთ უკრაინაში რა ხდება და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდამდე მივედით. ამის პარალელურად ჩვენ დამატებითი მსგავსი ინვესტიციებით უნდა მოვიპოვოთ უსაფრთხოების გარანტიები. სადაც მეტი ინვესტიცია იდება, სადაც ლაპარაკობენ, მათ შორის გარკვეული მედიაციის როლის შემსრულებლადაც, იყო ასეთი მომენტები და ეს მუშაობა ჩვენი მხრიდან გრძელდება, რომ საქართველოში ილაპარაკონ სხვადასხვა საკითხებზე, სადაც მიდის მოლაპარაკებები, სადაც მიდის მედიაცია, სადაც იდება უცხოური ინვესტიციები ყველა ამ ინვესტიციის ავტორს და მოლაპარაკებების მხარეებს აქვთ იმისი ინტერესი, რომ ის ადგილი, სადაც ეს ხდება, სადაც ეს ხორციელდება, ინვესტიცია და ა.შ. იყოს უსაფრთხო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე – რაც უფრო მეტი იქნება მცდელობა, გადაწყვეტილებები მიიღოს ვინმე სხვამ, მით უფრო მკაცრი და მკაფიო იქნება ქართველი ხალხის პასუხი!

ირაკლი კობახიძე – რაც უფრო მეტი ხმა იქნება მობილიზებული “ქართული ოცნების” გარშემო, მით უფრო მყარი იქნება მშვიდობის გარანტიები ჩვენი ქვეყნისთვის

მამუკა მდინარაძე – ექნებათ რევოლუციური სცენარები, მაგრამ უფრო ნაკლებად შედეგიანი იქნება, ვიდრე წელს იყო