
ავტორი
Front News საქართველო
როგორც კი სიმართლეს იტყვი და შეიძლება თავის მესიჯბოქს მოარგონ, ეგრევე “რუსეთს” ამბობენ, არგუმენტების გარეშე. რეალობა ასეთია: თუკი კრიტერიუმებიდან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, მაშინ ჩვენ გვაქვს 100%-იანი გარანტია ამ დათქმით, მაგრამ თუკი პოლიტიკური და ისეთი გადაწყვეტილება მიიღეს, როგორც წინა შემთხვევაში, მაშინ კანდიტატის სტატუსს ვერ მივიღებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
“მე არ ვისაუბრებ, რა მოტივები იყო, მაგრამ იყო რაღაც მოტივები, რის გამოც რეფორმების, კრიტერიუმებისა და შეფასების მიხედვით, პირველ ადგილზე მყოფ საქართველოს არ მისცეს კანდიდატის სტატუსი. ანუ, სხვა რაღაც აღმოჩნდა მიზეზი და თუ ეს სხვა რაღაც დაიდო არგუმენტად, შეიძლება ისევ არ მოგვცენ სტატუსი. ამ შემთხვევაში არ გამოვრიცხავთ, რომ ვთქვათ [მოტივები]“, – განაცხადა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს