
ავტორი
Front News საქართველო
“სამწუხაროდ, პროვოკაციები უკვე დაიწყეს, თავის ხელწერას არ იშლიან“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ჟურნალისტებთან საუბრისას, საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ.
მამუკა მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი რუსთავში ე.წ. კარუსელის იმიტაციის შექმნას დრონებით ეცდება.
„მაგალითად, რუსთავში, კირკიტაძეს დრონები აქვს ნაქირავები და თავისი ხალხით, რაღაც სპექტაკლების დადგმა უნდა. 5 დრონი აქვს ნაქირავები და ცდილობს ვითომ „კარუსელების“ იმიტაციის შექმნას. თან, ამას აკეთებს თავისი ხალხით. წარმოგიდგენიათ? დრონით როგორ უნდა დააფიქსირო “კარუსელი?“, 10 კაცი ერთად თუ მიდის, უკვე „კარუსელია?“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს