მამუკა მდინარაძე – სააკაშვილი იტყუება, თუ გააგრძელებს თვითდაზიანებას, პასუხისმგებლობა იქნება მასზე

ავტორი
Front News საქართველო
განხორციელდა დემარში და დემარშის შინაარსი გახლდათ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთება, არც გადაყვანაზე და არც მსგავს საკითხებზე ამ დემარშის დროს საუბარი არ ყოფილა, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
“იუსტიციის მინისტრი და ევროკავშირის ელჩი საუბრობენ ერთსა და იმავე რაღაცას, რომ განხორციელდა დემარში და დემარშის შინაარსი გახლდათ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთება. პასუხად მათ მიიღეს დეტალური განმარტება. არც გადაყვანაზე და არც მსგავს საკითხებზე ამ დემარშის დროს საუბარი არ ყოფილა. ჩვენ თუ მივეჩვიეთ, რომ ერთი მხარე და მეორე მხარე შეხვედრაზე რასაც ამბობდნენ, ის კი არ დავიჯერეთ, მესამე რასაც იტყუება, ის დავიჯერეთ, მაშინ საზოგადოებას მოვატყუებთ. მე არ ვაპირებ საზოგადოების მოტყუებას. რაც შეეხება გავლენას, საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს არანაირი მუხლი, ნორმა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მსჯავრდებულის უცხოეთში გადაყვანას, თუ ვინმე ამას ამბობს, ისიც გვასწავლოს, სად არის ეს მუხლი. ასეთი მუხლი არ არსებობს ქართულ კანონმდებლობაში. მთავარია, რომ ეს ყველაფერი ფეიკპიარის ტრენდის გაგრძელებაა, სააკაშვილი, უბრალოდ, იტყუება და თუ ვინმეს უნდა, მართლა მის ჯანმრთელობაზე იზრუნოს, უნდა იცოდეს, რომ ორმაგი კალორია მიიღოს, ნუ დადის რისკზე, ნუ იყენებს თვითდაზიანებას“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, დემარში არის პროტესტის გამოხატვის ფორმა და ეს ფორმა დაფიქსირდა.
“ჩემთვის ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა გამოხატეს შეშფოთება სააკაშვილის მდგომარეობაზე, რომელიც სინამდვილეში დაფუძნებულია ფეიკზე და მის ნაწილობრივ შიმშილობაზე. ამ ქვეყანაში გვყავს ერთი პატიმარი, რომელიც თვითდაზიანებას ეწევა, რაზეც არავინ პასუხისმგებლობას არ იღებს თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში. თუ გააგრძელებს თვითდაზიანებას, პასუხისმგებლობა იქნება მასზე. პენიტენციური სამსახური პასუხს აგებს ნებისმიერ პატიმარზე, თუ ის არ ეწევა თვითდაზიანებას“, – განაცხადა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე




