მამუკა მდინარაძე - სად გაიტაცეს მელია, რომელი მზეთუნახავი მყავს?! გატაცება ბოლო დროის ახალი მესიჯია


ავტორი
Front News საქართველო
სად გაიტაცეს მელია, რომელი მზეთუნახავი მელია მყავს?! - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, "დაუფასდა თუ არა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალ დირექტორს ამ თანამდებობაზე დანიშვნით ნიკა მელიას გატაცება".
მისი განცხადებით, ლევან მაისურაძეს დაუფასდა კარგი პოლიციელობა, პროფესიონალიზმი და სამშობლოს ერთგულება, რაც შეეხება გატაცებას, ეს ბოლო დროის ახალი მესიჯია.
"შეცდომებს უშვებთ, ასობით [პოლიციელი] იყოო, "ტვ პირველი" აცხადებდა და ახლა გახდა ათობით? ორ კვირაში რამდენიმე ერთეული გახდება. სისულელეს მეკითხებით. ლევან მაისურაძეს დაუფასდა კარგი პოლიციელობა, პროფესიონალობა, სამშობლოს ერთგულება, ღირსეული ადამიანობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ზედმიწევნით სწორად შესრულება და ის, რომ გეკა გელაძემ იფიქრა, ეს არის კარგი მენეჯერი, პროფესიონალი პოლიციელი, თავისი სამშობლო უყვარს და დანიშნა კონკრეტულ თანამდებობაზე. გატაცება ბოლო დროის ახალი მესიჯია: იმის ქმარი გაიტაცეს, ეს გაიტაცეს, ის გამოიტაცეს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს