
ავტორი
Front News საქართველო
სამწუხაროა, მაგრამ ახალი არ არის, რომ ეკლესიის და სახელმწიფოს ერთიანობა აღიზიანებს ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც შინაგან სლოგანად აქვთ გადაქცეული დაყოფის და გაბატონების სტრატეგია უცხო ძალების დავალებით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც ეკლესია და ხალხი დგას ერთ მხარეს - სამშობლოსა და სარწმუნოების მხარეს, ეს ერის ერთიანობას უზრუნველყოფს.
"ბევრი გვისაუბრია ჩვენ ამაზე, თუ როგორ არის უზრუნველყოფილი ერის ერთიანობა მაშინ, როდესაც ეკლესია და ხალხი დგას ერთ მხარეს - სამშობლოს და სარწმუნოების მხარეს. ამ შემთხვევაში, დაყოფა და ბატონობა გარე ძალების მიერ არის ერთი ორად რთული და ეს არის ერთადერთი გასაღები, რის გამოც ასე შეიძლება, ვინმე ლაპარაკობდეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს