მამუკა მდინარაძე – საქართველო ყოველთვის მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და თუკი ვინმე მოინდომებს, რომ იყოს უფროსი, ეს ასე არ მოხდება


ავტორი
Front News საქართველო
საქართველო ყოველთვის მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და თუკი ვინმე მოინდომებს, რომ იყოს უფროსი, ეს ასე არ მოხდება. ჩვენ, ჩვენს ევროპელ მეგობრებს და პარტნიორებს ვუწვდით მეგობრობის ხელს და ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, უფროსი დაინიშნონ და ჩვენ უფროსებს არ დავინიშნავთ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სურს, ევროპელ პარტნიორებთან ღირსეული მეგობრობა. შესაბამისად, მდინარაძის თქმით, ქვეყანა პარტნიორებს ყველა სხვა საქმეში მხარს დაუჭერს, თუმცა ფიზიკური და სულიერი განადგურების საფრთხეს დღის წესრიგად არ მიიღებს.
“ჩვენ ვიქნებით მეგობრები, ღირსეული მეგობრები, წავყვებით ყველა იმ საქმეში, რაც საქართველოს ფიზიკურად არ გაანადგურებს და ქართულ იდენტობას არ გაანადგურებს. ფიზიკური და სულიერი განადგურების საფრთხეს ნურავინ დაგვიდებს დღის წესრიგად და ნუ ამოგვიღებს მაგალითად იმ ტრიადიდან, რომელიც დიდმა ილიამ თქვა, სარწმუნოებას და ნუ ჩაგვინაცვლებს ნურავის ხელით – დანარჩენზე ყველაფერზე მივყვებით. მოკლედ, ომს ნუ მოგვიწოდებენ, როგორც ეს ხდებოდა ორი-სამი წლის წინ და სარწმუნოებას ილიას ტრიადიდან ნუ ამოგვიღებს, დანარჩენზე ყველაფერზე მივყვებით, ვითვალისწინებთ მაგ პათოსს და გვინდა მეგობრობა და ვიღაცებს ამ ქვეყანაში, როგორც ჩანს, უნდათ, რომ უფროსი დაინიშნოს და არ არის ასე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე – არავის ამ ქვეყანაში არავისზე ნაკლებად სისხლი არ უდუღს და ეს ფსევდოპატრიოტიზმი არ უნდა იყოს მათი პოლიტიკური მიზნებისთვის

მამუკა მდინარაძე – შეუძლებელია ქართული დემოკრატია, რომელიც ასე პროგრესირებს, საბოლოო ჯამში პოზიტიურად შეფასებული არ იყოს

თეა წულუკიანი – ნაციონალები “ფირმის“ სინდრომით არიან დაავადებული და ჰქონიათ, რომ თუ ფონ კრამონი და იან კელი რაღაცას გვეტყვის, დასავლეთი ღაღადებს ჭეშმარიტებას, ეს ასე არ არის