მამუკა მდინარაძე – საქართველოს დღევანდელი დღიდან ეყოლება ახალი პრეზიდენტი, რომელიც მხოლოდ საკუთარ სამშობლოს მოემსახურება


ავტორი
Front News საქართველო
დღეს ისტორიული დღეა. პირველი შემთხვევაა, როდესაც ახალი წესით, კანონმდებლობის ნორმის დაცვით, ამ ახალი პროცედურით იმართება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს დღევანდელი დღიდან ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც მხოლოდ საკუთარ სამშობლოს მოემსახურება.
“კანონმდებლობაშივე გაწერილია, რომ ინაუგურაცია იმართება საქართველოს პარლამენტში და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ყველა ნორმის დაცვით, პარლამენტში გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია. საქართველოს დღევანდელი დღიდან ეყოლება ახალი პრეზიდენტი – პრეზიდენტი, რომელიც აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, მხოლოდ საკუთარ სამშობლოს მოემსახურება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე

შალვა პაპუაშვილი – დღეიდან, საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ხალხის ჭეშმარიტ ნებას და კონსტიტუციას დაიცავს

მამუკა მდინარაძე – ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ამ ოთხი აგენტურული პარტიიდან ნებისმიერისთვის მიცემული თითოეული ხმა, არის არა მხოლოდ უდიდესი ხიფათის შექმნა

მამუკა მდინარაძე – საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მიდის პოლიციელთან და რუსს ეძახის, ის არც პრეზიდენტია და არც ქართველია