Logo

მამუკა მდინარაძე – საქართველოსგან შორს ხელი, შორს მათი მწყობრში დალაგებული მესიჯები და თავი დაანებონ ამ ქვეყანას

პოლიტიკა
467
Frontnews image description

ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს გავახსენებ, რომ ევროკავშირი 3-4 დღეში ვაჭრობს იმდენს რუსეთთან, რასაც საქართველო წლის განმავლობაში, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

“ეს არის ყველაზე მოკლე პასუხი რაც შეიძლება ამ კითხვას გაეცეს, შესაბამისად, საქართველოსგან შორს ხელი, შორს მათი მწყობრში დალაგებული მესიჯები და თავი დაანებონ ამ ქვეყანას და მისთვის რაღაცების დაბრალებას. ხან შავი ხვრელი იყო, მათი მესიჯებით საქართველო, ხან სანქციების თავის არიდებაში იყო მხილებული, მაგრამ ამდენი თვის განმავლობაში ვერცერთი მტკიცებულება ვერ დადო ვერავინ, რომ საქართველო ვინმეს მიერ, თუმცა ერთი ადამიანის მიერ სანქციის გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული, ეს უბრალოდ მესიჯებია და უკვე წელიწად-ნახევარია მესიჯებად რჩება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კრამონის განცხადებით, სანქციების თავიდან არიდებაში ჩართულ ქვეყნებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.

 

“მესამე ქვეყნების საქართველოს, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის ვაჭრობა 800%-ით გაიზარდა ომამდელ პერიოდთან შედარებით. რა თქმა უნდა, ეს არის ევროკავშირის სანქციების თავიდან არიდება. ეს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიას ადგება. ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა/სანქციები ჩართულ სახელმწიფოებსა და კომპანიებს”, – წერს კრამონი “ტვიტერზე”.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები