მამუკა მდინარაძე - სასამართლოზე იერიში რომ მიჰქონდათ, ახლა აღარ მიაქვთ, რადგან არ უნდათ თქვან, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი


ავტორი
Front News საქართველო
სისხლის სამართლებრივი პრინციპი არსებობს, რაც ცივილიზებულ სამყაროში მოქმედებს ყველგან, რომ ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს არ ნიშნავს, რომ მას ვიღაცამ ჩაუდო [ნარკოტიკული საშუალებები], - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გიორგი ახობაძის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „დასაბუთებული ვარაუდი არის ბრალის წაყენებისთვის საკმარისი სტანდარტი, მაგრამ განაჩენისთვის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტია და უტყუარობის ხარისხით უნდა იყოს დადასტურებული. თუ უტყუარობის ხარისხით არ დასტურდება, რომ ამ ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, ყოველგვარი ეჭვი წყდება ბრალდებულის სასარგებლოდ“.
"ასპროცენტიანი სიზუსტით, რა მტკიცებულებათა ერთობლიობაც ადასტურებს, თუ ეს არ არის და ერთობლიობაში გაჩნდა პატარა ეჭვიც კი, ამ შემთხვევაში, ეს სტანდარტი უნდა იყოს დაცული და ეს არის დემოკრატიულობის ტესტი. ამ შემთხვევაში სასამართლოზე იერიში რომ მიჰქონდათ და აღარ მიაქვთ, რატომ? იმიტომ, რომ არ უნდათ თქვან, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი, რომ სასამართლომ სწორედ ამ ტესტით და ამ პრეზუმფციის დათქმით, მიიღო გადაწყვეტილება, ანუ ეჭვი გადაწყდა მის სასარგებლოდ“, - განაცხადა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს