
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მიერ მიწისქვეშა პარკინგთან დაკავშირებულ შეხვედრაზე დასწრებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, არსებობს საკითხები, რომელზეც უხერხულობის გამო, ვრცელ კომენტარს ვერ გააკეთებს.
“მე ამაზე დაწვრილებით არ ვისაუბრებ. სერიოზულ უხერხულობას ქმნის რაღაც საკითხები, როდესაც ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს და მის წარმომადგენელს ეხება საქმე. ეს უხერხულობა, ალბათ, ძნელი ასახსნელია და დეტალურ კომენტრას მე არ გავაკეთებ. ვისურვებდი, ასეთი უხერხულობები არ შეგვექმნას, მათ შორის, ჩვენც, იმით, რა კადრებიც ვნახეთ ეთერში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
“იმედის” ინფორმაციით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N23-ში მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის საკითხზე საყოფაცხოვრებო შეხვედრას აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც დაესწრო.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს