
ავტორი
Front News საქართველო
“შალვა პაპუაშვილი არის პროფესიონალი, რომელმაც ძალიან მოკლე დროში ყველას დაგვანახა, რომ ოპოზიციასთან ძალიან კონსტრუქციული ურთიერთობა შეუძლია და ეს თანამშრომლობა შედეგზეა გათვლილი, ამაზე იყო საუბარი მათ შორის ოპოზიციის მხრიდანაც. ასევე მას შეუძლია სამართლიანი, სწორი და პრინციპული დამოკიდებულებაც ჰქონდეს. მე დარწმუნებული ვარ პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე ის იქნება საუკეთესო და ამიტომაც მიიღო ჩვენმა გუნდმა ეს გადაწყვეტილება. შალვას ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებას მომავალ საქმიანობაში,“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე.
მისი განცხადებით, მისასალმებელია, რომ კახა კუჭავას მუშაობა დაფასდა.
“კახა კუჭავა არის საუკეთესო ადამიანი და პროფესიონალი, მართლა მიხარია, რომ დღეს ჩვენ ვნახეთ, როგორც ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის მხრიდან, საუკეთესო სტანდარტი, ადამიანს კონკრეტულ ადგილზე მუშაობას უფასებენ და ამისთვის მადლობას ეუბნებიან, ეს მხოლოდ მისასალმებელია და ამისთვის გიხდით მადლობას“, – განაცხადა მდინარაძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს