
ავტორი
Front News საქართველო
ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი სად არის იცით? როგორ შეიძლება გააკრიტიკო ევროპიდან, ვინც არ უნდა იყო, ის, რაც თავად ევროპარლამენტშია ინიციირებული, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, “გამჭვირვალობის კანონის” შესახებ კონკრეტული ევროპარლამენტარების მიერ გამოთქმულ კრიტიკას.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მსგავსი სახის კანონი მოქმედებს და ინიციირებულია აშშ-სა და ევროპის არაერთ ქვეყანაში, შესაბამისად, დამოკიდებულება, რომ მათთვის შეიძლება, ხოლო საქართველოსთვის – არა, ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
“რასაც იღებს საფრანგეთი, რაც მოქმედებს აშშ-ში, ავსტრალიაში, ისრაელში, ახალ ზელანდიაში, ინიციირებულია ბრიტანეთში – ე.ი. შეიძლება მათთვის და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქართველებისთვის – ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს