
ავტორი
Front News საქართველო
შეიძლება სერიოზული სკანდალი იყოს, რადგან არსად იძებნება ამ 13 ქვეყნის თუ ელჩის განცხადება. ევროკავშირის საიტზე არ არის, ამის არანაირი წყარო არ არსებობს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.
“სერიოზული სკანდალი შეიძლება იყოს. ერთი უცნაური ამბავია, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ წინასწარ გეტყვით რაც ამ ეტაპზე ვიცი. არსად იძებნება ამ 13 ქვეყნის თუ ელჩის, განცხადება. ახლა ვარკვევთ პირველი სად დაიდო. რაც ჩვენ ვიცით რომელიღაც სააგენტოა პირველწყარო ამ განცხადების და ვინ მიაწოდა, რა მოხდა.
ევროკავშირის საიტზე არ არის, თუ არ ვცდები, საფრანგეთის და გერმანიის საელჩოებს საქართველოში, იქაურს არც საგარეოს, არავის, არც რომელიმე დეპარტამენტს არ აქვს მსგავსი განცხადება, ipn-ის ლინკი უდევს ორ საელჩოს ამ ცამეტიდან, მე რაც ვიცი, დღეს რაც მოვიძიე. არანაირი წყარო ამის არ არსებობს. და რა ხდება, მოდი ერთად გავარკვიოთ. ეს უცნაურობა მოკლე დროში რატომ მოხდა?! 2-3 დღეა დარჩენილი, ვინ მოასწრებს მაგის გამოძიებას და მოდი ეს განცხადება შევაგდოთო”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს