
ავტორი
Front News საქართველო
აბსოლუტურად თავსებადია ძლიერი სახელმწიფო და დემოკრატია, ეს, ამ ქვეყანაში ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფისთვის, როგორც ჩანს, შეუძლებელი და წარმოუდგენელი რამ არის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, შეუძლებელია, მოგონილ ნარატივზე შექმნილმა საპროტესტო მუხტმა რაღაც ცვლილებები გამოიწვიოს.
“რადგან ამ ქვეყანაში არის დემოკრატია და ამ ქვეყანაში არსებობს ჰუმანური მიდგომა ყველასა და ყველაფრის მიმართ, მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ვერ შეარყევენ სახელმწიფოს, არადა ეს ასეა – ვერ შეარყევენ! ჩემი სიტყვები როგორც არ უნდა გადაატრიალონ და მერე იმეორონ პოლიტიკოსებმა მოგონილი, ცრუ ამბავი, რამდენიც უნდა გააბრაზონ ფეიკებით საზოგადოება, შეუძლებელია, რომ ამ ქვეყანაში მოგონილ ნარატივზე შექმნილმა საპროტესტო მუხტმა რაღაც ცვლილებები გამოიწვიოს, ამიტომ ჩვენ არ ვაპირებთ მათ დღის წესრიგში შეყოლას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს