Logo

მამუკა მდინარაძე - შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა

პოლიტიკა
139
Frontnews image description

მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ის კოორდინაციას გაუწევს ძალოვანი სისტემის საქმიანობას.

"რადგან ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და პრემიერმა ასე ისურვა, მე კვლავ გიბრუნდებით და შევეცდები, რომ შეიძლება ძველი ინტენსივობით ვერა, მაგრამ გარკვეული ინტენსივობით საზოგადოების ინტერესი ჩემ წილად დავაკმაყოფილო.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მე კოორდინაციას გავუწევ ძალოვან სისტემას. ბოლო ერთი დღის განმავლობაში ვნახე ერთი მხრივ სკეპტიკოსები, ოღონდ ძალით სკეპტიკოსები. „ქართული ოცნების“ მომხრეები მილოცავდნენ, ისინი [სკეპტიკოსები] ამბობდნენ, რომ პენსიაზე გაუშვეს. პრინციპში ძალიან გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის რაღაცა, ისე არ წარმოვიდგინოთ, ხელმძღვანელი, იმიტომ, რომ მაგალითად სუსის უფროსს არ შეიძლება ჰყავდეს ხელმძღვანელი და იმან დაავალოს რაღაცები, თუმცა კოორდინაციის ფუნქცია სამართალდამცავ უწყებებთან ნამდვილად მექნება და მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების ის პოზიტიური დინამიკა, რაც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ბოლო თვეების განმავლობაში, ეს იქნება კორუფციასთან, ტერორიზმთან ბრძოლა, ეს იქნება ანტინარკოტიკული კამპანია, რამდენად შთამბეჭდავი და მასშტაბური იყო, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა თუ ასე შემდეგ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები