
ავტორი
Front News საქართველო
შესარიგებელიც არაფერია, როგორც ერთ ადამიანს, გულწრფელად ასე მგონია. თავი დაანებონ ტყუილებს, რაღაცეების მოგონებას და მერე ამ მოგონილი ამბებით ვითომ სიბრაზის დემონსტრირებას, თავი დაანებონ ამ ქვეყნის რყევისა და შეჯანჯღარების დაუსრულებელ მცდელობებს, – ამის შესახებ
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, შერიგებას არაფერი არ უდგას წინ მაშინ, როდესაც ადამიანი მის საქციელს, თავის სახელს დაარქმევს.
„შერიგებულები ვართ, დავლაგდებით, მაგრამ არა ისე, რომ დამნაშავე გამოვუშვათ ციხიდან. დამნაშავემ თავისი უნდა მიიღოს. იმ დამნაშავემ თქვას, რომ ეს დავაშავე. შეიძლება მერე სასამართლომ ან პროკურატურამ, არ ვიცი, ვისაც ეს ევალება გაითვალისწინოს ეს და შეუმსუბუქოს სასჯელი, პირობითად ვამბობ, მაგრამ ეს მათი საქმეა. შერიგებას არაფერი არ უდგას წინ მაშინ, როდესაც ადამიანი მის საქციელს, თავის სახელს დაარქმევს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს