მამუკა მდინარაძე – თავმოყვარეობა რომ ჰქონდეთ, პარლამენტში არც ერთი არ უნდა შემოვიდეს


ავტორი
Front News საქართველო
ჩემი აზრით გამორიცხულია, რომ მათ მანდატები დატოვონ. ეს ხალხი ახლა ეძებს გამოსავალს, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ადამიანები არ დაწერენ განცხადებას, მით უმეტეს, ყველა არ დაწერს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციის მიერ მანდატების დატოვებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, უკვე მეორე დღეა, ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა, მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართოს პარლამენტს, თუმცა, ამას არ აკეთებენ. მდინარაძე აღნიშნავს იმასაც, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს არა საკუთარი ამომრჩეველი, არამედ, პატრონები აინტერესებთ და მომავალშიც მათი მითითებებით იმოქმედებენ.
“მეორე დღეა როცა მათ აქვთ საშუალება, დაწერონ განცხადებები, რომელმაც შეიძლება მათი მანდატების დატოვება გამოიწვიოს. მეორე დღეა, ამას არ აკეთებენ, იმიტომ, რომ საერთოდ არ აინტერესებთ, რა უთხრეს მათ ამომრჩეველს, მათ აინტერესებთ, რა უთხრეს თავიანთ პატრონებს. იმათ მითითებებს ელოდებიან, ვისაც ეტყვიან დატოვეთო [მანდატები] – დატოვებენ, ვისაც ეტყვიან დარჩით – დარჩებიან. ამომრჩეველი არ აინტერესებთ, თორემ, მათ რომ თავმოყვარეობა ჰქონდეთ, პარლამენტში არც ერთი არ უნდა შემოვიდეს. მე მაინც მოვუწოდებ, შემოვიდნენ – თავმოყვარეობა მაინც არ აქვთ და ბარემ პარლამენტში შემოვიდნენ”, – განუცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
თაგები:
მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე – რა თქმა უნდა, პრობლემა არ უნდა შეექმნას არც ერთ ქალს და არ უნდა ჩამოერთვას მომავალი დედობის უფლება

მამუკა მდინარაძე – მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ განვიხილოთ ომის პარტიის, ასევე მისი დანაყოფების არც ერთი ინიციატივა

მამუკა მდინარაძე – მხოლოდ ოჯახში მყავს ოთხი ექიმი, არც ერთს, არც მათ მეგობარ ექიმებს და არც სხვებს არ ჩავაყენებ იმ მდგომარეობაში, რომ ვთხოვო პოლიტიკურ პროცესებში შესვლა