
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ისევ ვხედავთ პიარულ შტურმს ბევრჯერ გამოყენებით სიტყვა რუსულის. დაკავებული ხართ მავნებლობით, თქვენ გაქვთ ერთი მიზანი, რომ რამენაირად არ მივიღოთ სტატუსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
“ფარას“ მიხედვით გამოქვეყნებულ დოკუმენტებში იყო, როგორ შეუკვეთეთ თქვენ (მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვითომ) რომ დასანქცირებულიყვნენ კონკრეტული პირები და ქვეყანა. სანქციები იყო დავალება ლობისტებისა. სახელმწიფოებრივი აზროვნება და სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობა არავის აქვს, რომ საკუთარ მოქალაქეზე, ვინც არ უნდა იყოს, იმაზეც უნდა ილაპარაკო ქვეყნის კონსტიტუციიდან გამომდინარე და დამოუკიდებლობისა და თავმოყვარეობის რაღაც ხარისხი უნდა ჰქონდეთ. მაგრამ ეს არ გაგაჩნიათ. თქვენ გმირობად და მშვიდობად მიგაჩნიათ, რომ ჯერ პროვოკაციებზე წამოეგოთ და მერე საკუთარ ჯარისკაცებს ომის დაწყება დააბრალოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს