
ავტორი
Front News საქართველო
“კაგებეს“აგენტის შვილი არ ხართო? ეს ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრის შვილს კი არა, არავის შვილს და არავის უნდა კითხო საერთოდ, არასდროს, არც ერთ შვილს, ვინც არ უნდა იყოს ის, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი თუ სხვა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
“უზრდელობის, უტიფრობის, მავნებლობის და უბინძურესი შეურაცხყოფის გარდა, უდიდესი სიბნელეა ამავდროულად. და თუ მაინც ასეთის მკადრებელი ხარ, პასუხი არ უნდა გაგიკვირდეს! ვინც მხოლოდ პასუხზე „ბრაზდება“, ის „ტრენდს“ აყოლილი ბნელი სექტის ნაწილია, რომელიც, საბედნიეროდ, ჩვენი საზოგადოების მცირე ნაწილს წარმოადგენს“, – წერს მამუკა მდინარაძე.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს