
ავტორი
Front News საქართველო
არც ერთი სახელმწიფო, არანაირი თვითდაზიანების პირობებში არ მიყვება ამ ტერორისტულ ულტიმატუმს, რომ თვითდაზიანება შეიძლება გახდეს გათავისუფლების საფუძველი, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, თვითდაზიანების პრაქტიკა ყოველთვის არსებობდა, თუმცა არც ერთ სახელმწიფოს მსგავსი ულტიმატუმის გამო პატიმარი არ გაუთავისუფლებია.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, თვითდაზიანების გამო გათავისუფლება, შესაძლოა, საშიშ პრეცედენტად იქცეს და დომინოს პრინციპით გადამდები გახდეს სხვა პატიმრებისთვის.
“ნებისმიერი ფორმით თვითდაზიანების შემსწრეა ეს სისტემა და არც ერთი შემთხვევა არ არის, რომ თვითდაზიანების გამო, რომელიმე ნორმალურ სახელმწიფოს დაეშვას ამ ულტიმატუმით პატიმარი გაეთავისუფლებინოს, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი რაც პირდაპირ ურტყამს ნებისმიერი სახელმწიფოს უსაფრთხოებას და საპატიმროების წესრიგს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს