
ავტორი
Front News საქართველო
უმძიმესი ტრაგედიაა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს და ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე წერს.
“ტრაგედიით სარგებლობის, მავნებლობისა და თაღლითობის ის მასშტაბი, რასაც ორი დღე ვხედავთ, მართლა წარმოუდგენელია. სხვა შეფასება ალბათ, რთულია და ახლა არც ამის დროა.
მადლობა ყველა უწყებას, მაშველებს, პოლიციელებს, რომლებიც თავდაუზოგავად და მაღალპროფესიულად ებრძვიან სტიქიის შედეგებს. მათ უკვე შეძლეს ყველა ადამიანი, რომლებთანაც კომუნიკაცია შედგა, უვნებლად გამოეყვანათ სტიქიის ზონიდან, ახლა კი ძებნის სამუშოებს აგრძელებენ დაკარგული ადამიანების პოვნის უდიდესი იმედით”, – წერს მდინარაძე.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს