Logo

მამუკა მდინარაძე – წარმოგიდგენიათ, როგორ ეშინიათ სიმართლის და ფინანსების გამჭვირვალობის?

პოლიტიკა
918
Frontnews image description

ასე იყო მათი მმართველობის დროსაც, ცენზურა იყო მთავარი იარაღი და არა არგუმენტები, სტილი უცვლელია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

“გუშინ სიმართლეს და არგუმენტებს ვეღარ გაუძლეს, ვერც ვეღარაფერი დაუპირისპირეს და უბრალოდ მამხილებელი ინფორმაცია არეპორტეს მთელი დღე. შემდეგ, შავი ფულის დაცვის კამპანიას ნაცების ერთი დანაყოფიც მიეშველა, “დააფაქტჩეკა”, თავადვე დაადგინა, რომ მათი ტყუილის საპასუხო და მამხილებელი არგუმენტები “იყო ტყუილი” და ათასობით ადამიანს დაუბლოკეს “ქარდები”.

 

ასე იყო მათი მმართველობის დროსაც, – ცენზურა იყო მთავარი იარაღი და არა არგუმენტები. სტილი უცვლელია.

 

წარმოგიდგენიათ, როგორ ეშინიათ სიმართლის და ფინანსების გამჭვირვალობის? თუ პრობლემა არ არის, რას არეპორტებენ? წაიკითხოს ხალხმა და თავად გადაწყვიტოს მტყუან-მართალი!  

 

ცენზურის ლოკალური წარმატებით კი ის ხალხი იყო აჟიტირებული და გახარებული, რომლებიც ევროპული ღირებულებების მიმდევრობაზე დებენ თავს”, – წერს მდინარაძე.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FGDMamukaMdinaradze%2Fposts%2Fpfbid02XoaKoPGhexX2hYPW2F2TthCTkejXEt6KrSmT9WQS4Pt7sFPr9q6vjdbJ6wKEeXPCl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”756″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები