
ავტორი
Front News საქართველო
ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის მიზანია, თუ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ეს საკუთარ დამსახურებად წარმოაჩინოს, ხოლო თუ მსგავსი პოზიტიური გადაწყვეტილება არ იქნება, ის ხელისუფლებას დაბრალდეს.
“ამ დღეების ერთ-ერთი მთავარი პარადოქსია და, ამ შემთხვევაშიც, ოპოზიციის პიარულ გეგმა იშიფრება – ისინი ცდილობენ, რომ თუ საქართველოსთვის პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება, ეს დაიბრალონ, რომ თითქოს, ALDE-მ, „სახალხო პარტიამ“ და მათმა ცალკეულმა წარმომადგენლებმა უზრუნველყვეს ეს ყველაფერი. ამ დროს, სინამდვილეში, საუბარია ხალხზე, რომელიც, თუკი რაიმე შეიძლება მოიფიქრო და მოიგონო ქვეყნის შიგნით და შემდეგ, ქვეყნის გარეთ გაავრცელო, ამას აკეთებს. ცდილობენ, პოზიტიური გადაწყვეტილება მათ მიეწეროს და თუ ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება, ეს ხელისუფლებას დაბრალდეს. ასე არ გამოვა.
თუ ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ობიექტურობაშია ამოსავალი წერტილი და ეს ობიექტურობა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ რეფორმების, გუშინდელი დღის, ასოცირების ვალდებულების შესრულების დამსახურებაა, რომელმაც უზრუნველყო ის, რომ, რეალურად, ობიექტურად თუკი ვინმე ფიქრობს და გადაწყვეტილებას იღებს, მაშინ, ყველა ამბობს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ეს არავის დამსახურება არაა, გარდა ქართველი ხალხისა და იმ რეფორმებისა, რომელიც ასოცირების ვალდებულების შესრულების კონტექსტში ხორციელდებოდა“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს