
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარტია “ახალის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება, რომ “მთავარმა” გრანტი მოიგო, თუმცა ყოველგვარი მიზნობრიობის გარეშე.
მდინარაძის თქმით, უკვე ღიად დასტურდება, რომ აღნიშნული პირები საკუთარ ქვეყანას ყიდიან, რასაც ხალხი არ დაუშვებს.
“საოცარი ინფორმაციები ვრცელდება.
უკვე იმაში გვარწმუნებენ, მილიონებს მიზნობრიობის გარეშე გვაძლევენო…
უკვე ღიად ადასტურებენ, რომ საკუთარ ქვეყანას, საქართველოს ყიდიან, მაგრამ თავად ქვეყანა და ხალხი არ დაუშვებს ამას!
სამშობლო არ იყიდება!” – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს