
ავტორი
Front News საქართველო
ოზურგეთში სამუშაოებს აწარმოებს ჩინური კომპანია, რომელიც, თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად არ ასრულებს, ამ კომპანიის მიმართ, სხვა ადგილზე ჩატარებული სამუშაოების გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არავის შერჩება არაჯეროვნად და დანაშაულებრივად შესრულებული ვალდებულებები.
"ოზურგეთში სამუშაოებს აწარმოებს ჩინური კომპანია, რომელიც, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, მთლად კეთილსინდისიერად თავის მოვალეობას არ ასრულებს. ამ კომპანიის მიმართ, სხვა ადგილზე ჩატარებული სამუშაოების გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება. რაც არ უნდა შეაყოვნოს თავისი ვალდებულებების შესრულება, მოუწევს ამ ჩინურ კომპანიასაც და სხვა კომპანიასაც, ნებისმიერს, თავისი ვალდებულებების პირნათლად შესრულება.
სამწუხაროდ, საქართველოში მოქმედი კომპანიების ნაწილი ძალიან შეეჩვია ბოლო წლების განმავლობაში იმას, რომ ჯეროვნად არ შეასრულებდნენ საკუთარ ვალდებულებებს და შემდეგ ეს შერჩებოდათ ხოლმე. და მე ვაძლევ გარანტიას ყველას, რომ არავის შერჩება არაჯეროვნად და მით უმეტეს დანაშაულებრივად შესრულებული ვალდებულებები. თუ აკეთებ საქმეს, კეთილი ინებე და გააკეთე ისე, რომ ხარისხზე მერე მოსახლეობამ ვერ იწუწუნოს და სათქმელი არ ჰქონდეს არც ხელისუფლებასთან, არც კომპანიასთან და არც საკუთარი დისკომფორტის ფასად უნდა გადაადგილდებოდეს საკუთარ სახლებთან, თუ საკუთარ რეგიონებში, თუ ქალაქებში. ამიტომ, ყველას მოუწევს თავისი ვალდებულებების შესრულება, ამას უზრუნველვყოფთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს