Logo

მამუკა მდინარაძე – ვერ იყოფენ ფულს და რადიკალიზმს, ერთმანეთს ეჭიდავებიან

პოლიტიკა
699
Frontnews image description

ქვეყანაში ვერ მოახდინეს არეულობა და მოუწიათ პარტიის შიგნით, რაც ღიმილის მომგვრელია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ “ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

“მათი ბუნებაა ჩხუბი, არეულობა, ქაოსი. ვერ იყოფენ ფულს და რადიკალიზმს. ერთმანეთს ეჭიდავებიან, ვინ უფრო რადიკალური იქნება და ამ ნიშას ვინ დაიჭერს. ამ ნიშის დაკავებას რადიკალური ოპოზიციის, „ნაცმოძრაობის“ გარე ძალებიც ცდილობენ. გარდა ამისა, საუბარია იმაზე, ვინ დახარჯავს მათი ოლიგარქების ფულს და ვინ იქნება ამ სფეროს გამგებელი. 

 

ამაზეა დაპირისპირება და როცა ქვეყანაში ვერ მოახდინეს არეულობა, არეულობა მოუწიათ პარტიის შიგნით, რაც ღიმილის მომგვრელია. მათი ბუნებაა ჩხუბი, არეულობა, ქაოსი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები