
ავტორი
Front News საქართველო
ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მინიშნებაც კი არ უნდა გააკეთოს ისეთი, რომელიც აშკარად გამოხატავს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას, ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციაც პოლიტიკურ ტერორს ახორციელებდა საქართველოში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მამუკა მდინარაძის შეფასებით, აშშ-ის წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უხეშად და ვერბალურ ტერორიზმთან გათანაბრებული ფორმით ერეოდნენ საქართველოს შიდა საქმეებში.
"კელი დეგნანმა უწოდა კანონის მიღებას დემოკრატიის შავი დღე. დედას ხომ არ შეიგინებოდა? ხალხი პირდაპირი გაგებით ლამის ცემაზე გადმოვიდა. ოთახებში იყო მუშტების და ხელების ბრახუნი მაგიდებზე, ომის მოთხოვნით. დავყოლოდით რაღაც ნებას, ჩავსულიყავით, გვეომა და მერე ვიძახებდით, რომ ტრილიონებს მოგვცემენ? მოგვცემდნენ რამდენიმე მილიარდს სესხად და გაუბედურებული ეკონომიკა, დახოცილი ადამიანები - ეს გვექნებოდა. ნიკა გვარამიასავით მერე ვილაპარაკებდით, ტრილიონებს მოგვცემენო. რა კარგია, რომ ხალხი დაგვეხოცა, მაგრამ ტრილიონებს მოგვცემდნენ. რამდენიმე მილიარდს, ისიც სესხად მოგვცემდნენ და სისხლად. დემოკრატიის შავი დღე - ვინ ეკითხებოდა კელი დეგნანს, ან რომელიმე ელჩს? ვინ ეკითხება რაღაც კანონის შეფასებას დემოკრატიის შავ დღედ? დიახ, აშშ-ის წინა ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, წარმომადგენლები, უხეშად და ვერბალურ ტერორიზმთან გათანაბრებული ფორმით ერეოდნენ საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს შიდა საქმეებში. წინა ადმინისტრაციის დავალებით მოქმედებდა და ეს იყო პოლიტიკური ტერორი საქართველოზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს